Saturday, December 8, 2012
საპროცენტო განაკვეთების შემცირება
საქართველოში საპროცენტო განაკვეთების სწრაფი და საგრძნობი დაწევა არც ისე ადვილია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. განაკვეთების დაწევა დამოკიდებულია როგორც გარე ასევე ადგილობრივ ფაქტორებზე.
განაკვეთების შესამცირებლად სახელმწიფოს და საბანკო სისტემის ერთად თანამშრომლობაა საჭირო. სახელმწიფო თუ ამბობს მხოლოდ ბანკების ხელშია განაკვეთების დაწევაო ეს მთლად ასე არ არის, შეიძლება გარკვეულ დონეზე ბანკებმა დაწიონ განაკვეთი მაგრამ სტაბილურად და თანმიმდევრულად რომ მოხდეს განაკვეთების კლება აქ სახელმწიფომაც უნდა ითამაშოს დიდი როლი.
თუმცა, ორივე მხარემ მაქსიმუმიც რომ გააკეთოს, მაინც რჩება გარე ფაქტორები რამაც აგრეთვე ხელი უნდა შეუწყოს განაკვეთის კლებას. დღეს უცხოური კაპიტალის მოზიდვა არა მხოლოდ საქართველოში არამედ სხვა განვითარებად ქვეყნებშიც საკმაოდ რთულია. მიზეზი არის აშშ და ევროპის საბანკო სისტემაში შექმნილი რთული მდგომარეობა. ერთ მაგალითს მოვიყვან, სითი ბანკი რომელიც ერთერთი დიდი ბანკია აშშ–ში განვითარებადი ბაზრების დაფინანსებას ამცირებს, მიზეზი არის არა ბაზრების არცოდნა ან პრიორიტეტების შეცვალა, მიზეზი არის არასაკმარისი კაპიტალის ქონა; სითი ბანკმა დღეს რომ გააკეთოს შავი სესხების ჩამოწერა მას შეიძლება გაუჭირდეს ადეკვატურობის დაკმაყოფილება, ამიტომ უწევს დაფინანსებების შემცირება განვითარებულ ქვეყნებში. რათქმაუნდა ყველა ბანკი არ არის ასეთ მდგომარეობაში მაგრამ ძირითადად განვითარებული ქვეყნების საბანკო სისტემაში კვლავ გრძელდება კრიზისი. ამიტომ დღეს განვითარებულ აშშ ან ევროპიდან კაპიტალის მოზიდვა საკმაოდ რთულია (მათ აქვთ არჩევანი დაფინანსება გაზარდონ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, ამიტომ ქყვნებს შორისაც არის კონკურენცია), არასაკმარისი დაფინანსება კი განვითარებულ ქვეყნებში კაპიტალზე მოთხოვნას ზრდის; სავარაუდოდ დოლარი მეტად ღირებული იქნება.
აქედან გამომდინარე განაკვეთების კლება არის დამოკიდებული:
1. თვითონ საქართველოს საბანკო სფეროზე
2. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქვეყნის რისკების შემცირებაზე
3. ბაზრის რისკების შემცირებაზე – უკეთესი რეგულირება უნდა მოხდეს
4. ქვეყანა მეტად მიმზიდველი უნდა გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის
5. უცხოურმა ფინანსური სისტემამ კრიზისი უნდა დაძლიოს და მეტად ლიკვიდური გახდეს განვითარებადი ქვეყნების დაფინანსებაში. რადგან ეს უკანასკნელი არის ძირითადი კაპიტალის წყარო განვითარებადი ქვეყნებისთვის.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე კი ალბათობა იმისა რომ განაკვეთები მყისიერად + მოკლე დროში დაიწიოს საკმაოდ დაბალია. ამას დრო ჭირდება და სწორი მიდგომა.
პ.ს. რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის ნაკრები იყო ჩამოსული საქართველოში, იმ დროს საფრანგეთის ნაკრები იყო მსოფლიო ჩემპიონი და უმაგრეს ფორმაში იყო. ეროვნულ სტადიონზე პირველად ვნახე ასეთი ძლიერი გუნდის თამაში. თამაშამდე ერი განწყობილი იყო რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებდით, ეჭვიც არავის ეპარებოდა ამაში...მაგრამ იქ რეალურად ჩვენი მოგების ალბათობა იყო ძალიან დაბალი რაც პრაქტიკულად აისახა თამაშში და სამწუხაროდ წავაგეთ 0 : 3. ამით ის მინდა რომ ვთქვა, ჩვენ უცებ გვინდა იმის მიღწევა რაც ქვეყნებს ათეული წლები დაჭირდათ ამის მისაღწევად; რათქმაუნდა მივესალმები გამარჯვების სურვილს, ეს ერთერთი უმთავრესია წარმატების მისაღწევად, მაგრამ ყველაფერში მაღალი ხარისხის და სტაბილურობის მისაღწევად არის საჭირო დრო და სწორი სისტემა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment