დღევანდელი მონაცემებით საქართველოს საგარეო ვალმა 12 მილიარდ დოლარს მიაღწია, აქედან 3.9 მილიარდი დოლარი არის სამთავრობო სექტორის ვალი. როდესაც საგარეო ვალებით არ იქმნება დამატებითი ღირებულება, არ ხდება პრიორიტეტულ აქტივებში და პროექტებში თანხის ინვესტიცია, ეს ზრდის რისკს ვალების გადახდისუუნარობის (ქვეყნის რეიტინგის რისკი), ეკონომიკის კრიზისის და მშპ–ის ზრდის შენელების.
საგარეო ვალდეულების აღებით ხელისუფლებამ შექმნა რესურსი დამატებით ლარის დაბეჭვდის სახით; როგორც ხედავთ ლარი საშუალოდ 1.6 –1.67 მდეა დოლართან მიმართებაში, ანუ როდესაც შემოდის უცხოური ვალიუტა, ვთქვათ დოლარი, ეს დამატებით ლარის დაბეჭვდის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რადგან ლარი არ მყარდება– უნდა მყარდებოდეს წესით, გადაცვლითი კურსი არ იცვლება დიდად. საგარეო ვალდებულებების ზრდის ხარჯზე იქმნება დამატებითი ლარის რესურსი რასაც ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის. ანუ ვალდებულების ზრდის პროპორციულად იბეჭდება ლარი დამატებით. აქვე მინდა ავღნიშნო რომ აღებული საგარეო ვალდებულებებით რომ იქმნებოდეს დამატებითი ღირებულება და ეკონომიკა იზრდებოდეს, მაშინ შესაძლოა ლარის მასა გაზრდილიყოს, რადგან ეკონომიკაში ჩნდება დამატებითი კაპიტალის მოთხოვნილება. მაგრამ როდესაც არაპრიორიტეტულად იხარჯება საგარეო ვალები ეს საბოლოოდ გამოიწვევს ეკონომიკაში ლარის გაუფასურებას და კრიზისს, რადგან ეს ვალდებულებები უნდა გადავიხადოთ და თუ ვერ მოხდა მეტი ღირებულების შექმნა და ეკონომიკის განვითარება მაშინ რით უნდა გავისტუმროთ ვალები? ანუ აღებული ვალდებულებებით იმაზე მეტი სარგებელი უნდა იქმნებოდეს ვიდრე ჩვენ გვაქვს გადასახდელი. თუ ეს ვერ ხდება მაშინ რჩება ერთი არჩევანი როდესაც ლარი უნდა გაუფასურდეს ვალების გადასახდელად.
ეკონიმიკა ბოლო წლებში თითქმის არ გაზრდილა, სამუშაო ადგილები თითქმის არ შექმნილა (პირიქით უმუშევრობა გაიზარდა), იმპორტი გამუდმებით იზრდება და ამას სისტემური ხასიათი მიეცა, ინვესტიციები გაქრა და ბიზნესის ხელშწყობა არ არის პრიორიტეტი.
ბიუჯეტში კომპანიებიდან გადასახადის და ჯარიმებს სახით ფულის ამოღება ხდება გადასარევად, რამაც შედარებით გაზარდა ბიუჯეტი, მაგრამ ეს ბიუჯეტი არ გაზრდილა მხოლოდ ეკონომიკის ზრდის და განვითარების ხარჯზე (ბევრი ბიზნესი გაკოტრდა ან გავიდა ბიზნესიდან), ბიუჯეტი ნაწილობრივ გაიზარდა დაბეჭდილი ფულის ხარჯზეც რაც ამ წლებში იბეჭდებოდა – ინფლაციური ზრდა მოხდა.
რეზიუმე: ეკონომიკა არ იზრდება, უმუშევრობა იზრდება, იმპორტი იზრდება, ინვესტიციები შემცირდა და თითქმის აღარ ხორციელდება, სოციალური ფონი გაუარესდა და ზღვარი მდიდარსა და ღარიბს შორის გაიზარდა, ასეთი ეკონომიკური პოლიტიკით ეკონომიკას ზრდა ძალიან გაუჭირდება, რესურსი აღარ ეყოფა.
