About Me

Friday, February 21, 2014

მსოფლიო იცვლება - ინოვატორული მაგალითი

აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ახალი ტრენდი ასეთია:  გიგანტი  IT კომპანიიდან მიდის რამდენიმე ექსპერტი, ქმნის პროდუქტს და ამ პროდუქტს ძალიან ხშირად ყიდის მილიარდებად იმავე IT კომპანიაზე, საიდანაც წამოვიდა.

ეს ტრენდი ზუსტად ჯდება იმ ეკონომიკური ზრდის თეორიაში, რომელიც გვეუბნება, რომ მომავალში აშშ-ს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ლომის წილი წარმოიქმნება განათლებიდან და ინოვაციიდან და ნაკლებად კაპიტალის გამოყოფის შესასძლებლობიდან (რაც აშშ-ს არ აკლია).   

დღეს, აშშ არის ლიდერი ინოვატორი ახალი რეალობის შექმნაში, რაც ძალიან სწრაფად ცვლის მთლიანად მსოფლიოს. ინოვაცია, მის ეკონომიკას აძლევს ზრდის ახალ პერსპექტივებს.   ამ მოდელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ხელშეწყობა, რასაც აშშ-მ თავი მშვენივრად გაართვა. 

ეს არის იმ ძირითადი ინგრედიენტების ჩამონათვალი, რაც დაეხმარა აშშ-ს ყოფილიყო ინოვატორი და მიეღწია იმ ეკონომიკური სიმძლავრეებისთვის, რაც მას დღეს გააჩნია:


1. სტაბილური და ეფექტური მთავრობა;

2. არგად განვითარებული სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემა;

3. კერძო საკუთრების პატივისცემა და დაცვა (აქ იგილისხმება ინტელექტუალური საკუთრებაც);

4. მეცნიერული განვითარების დიდი ხელშეწყობა.

პ.ს.  ძალიან საინტერესოა, როდესაც კომპანია გაძლევს საშუალებას შექმნა ახალი პროდუქტი და მასვე მიყიდო ის.  გუგლის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა "არ წახვიდეთ სხვა კომპანიაში სამუშაოდ, ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება შექმნას ახალი პროდუქტი და თვითონ გუგლი იყიდის მას".  ეს კი ძალიან დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ გახდე ინოვატორი.