დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ძალიან შემცირებულია ბიზნეს აქტიურობა -
ახალი ინვესტიციების განხორციელება და არსებული კომპანიების მხრიდან რეინვესტირება,
რაც განაპირობებს სამუშაო ადგილების შემცირებას, ხელფასების შემცირებას ან ზრდის
ტემპის შენელებას, რაც აგრეთვე ამცირებს საზოგადოების მხრიდან დანახარჯებს, რაც
ჯამში იწვევს მშპ-ის ზრდის ტემპის შენელებას. ასეთ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობა გააქტიურდეს და
ეკონომიკას დახმარება გაუწიოს როგორც სწორი კომუნიკაციით, აგრეთვე მონეტარული და ფისკალური
პოლიტიკის სწორი მართვით, რაც სამწუხაროდ დღეს აქტიურად არ ხდება.
ჯანსაღი კომუნიკაცია აუცილებელია რათა მთავრობამ საზოგადოებას და ბიზნესს დაანახოს და გაამყაროს უკეთესი ეკონომიკური მოლოდინი,
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის საჭიროა მეტი ლიდერობის ჩვენება მთავრობის
მხრიდან, რაც გამოიხატება კომპეტენტური ხალხის მიერ საზოგადოებისთვის და
ბიზნესისთვის იმის ახსნაში და შესრულებაში რომ ის რესურსები რაც ქვეყანას გააჩნია იქნება
გამოყნენებული მაქსიმალურად ეფექტურად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის
რომ ბიზნეს გარემო მეტად გაუმჯობესდეს. რაც
მეტ სტიმულს მიცემს როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ ინვესტორებს მეტი ინვესტიციების
განსახორციელებლად. ეს ყველაფერი რომ
ინვესტორებმა დაიჯერონ ამისთვის აუცილებელია სწორი გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა და ამ სტრატეგიის დამაჯერებელად მიყოლა, დანაპირები
აუცილებლად საქმეში უნდა აისახოს და აუცილებლად უნდა შესრულდეს. ასეთი დამოკიდებულება გაზდის ნდობას და
გააუმჯობესებს ქვეყნის რეპუტაციას. მსგავსი
ლიდერობის ჩვენება შეამცირებს რისკებს ქვეყანაში და საშუალებას მიცემს ინვესტორებს
განახორციელონ გრძელვადიანი დაგეგმარება, რაც ერთერთი უმთავრესია გრძელვადიანი
სამუშაო ადგილების შესაქმნელად (სასპეკულაციო “ინვესტიციები“ გრძელვადიან სამუშაო
ადგილს ვერ ქმნის), ქვეყის ეკონომიკის ზრდის და სტაბილურობის მისაღწევად. მსგავსი პროგრესი ქვეყანას დაეხმარება სასპეკულაციო
რეიტინგებიდან გადაინაცვლოს საინვესტიციო რეიტინგებში.
პარალელურად აუცილებელია ფისკალური და მონეტარული პოლიტკის
გააქტიურება, სახემწიფო დანახარჯები უნდა გაიზარდოს მაშინ როდესაც ბიზნეს აქტიურობა
ქვეყანაში შემცირებულია - ეკონომიკური ზრდა მცირდება ან არ ხდება. ამ დროს სახემწიფო მეტად უნდა გააქტიურდეს და დაეხმაროს ეკონომიკას თავისი მასტიმულირებელი
მოქმედებით, სხვადასხვა პროექტებში (მათ შორის ინფრასტრუქტურულ) ფულის დახარჯვით,
თუმცა მხოლოდ დახარჯვა არ უნდა იყოს პრიორიეტი და ამ დანახარჯებმა პროდუქტიულობა (GDP per capita) უნდა გაზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ღირებულება ვერ შეიქმნება და ცხოვრების
დონე ვერ აიწევს.
როდესაც სახელმწიფო
იმაზე მეტს ხარჯავს ვიდრე გადასახადით იღებს ბუნებრივია წარმოიქმნება დეფიციტი ბიუჯეტში,
რაც ნორმალურია ამ პერიოდში. ბიუჯეტის
დეფიციტის შემცირება მოხდება როდესაც ეკონომიკა გაჯანსაღდება და ბიზნეს ციკლის ახალი აღმასვლის ეტაპი დაიწყება - გადასახადების მოცულობა დაიწყებს ზრდას ბიუჯეტში, ამავე დროს სახელმწიფოც ამცირებს დანახარჯებს რაც ჯამში
დეფიციტს ამცირებს. აგრეთვე მინდა
ავღნიშნო რომ დღეს ინფლაციის დონე საქართველოში არის დაბალი რაც აგრეთვე ხელს
აძლევს მთავრობას რომ მეტად გააქტიურდბეს.
მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკის ბუნებრივი თვისება არის ზრდა, ეფექტური კომუნიკაცია, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის აქტიური მართვა ხელს უწყობს მის კიდევ უფრო სწრაფ ზრდას ან ხელს უშლის გრძელვადიანი რეცესიის შექმნის პროცესს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან სწრაფი და დროული გადაწყვეტილებების მიღება.
