ეს 2 დღეა ლამაზი სიტყვები ისმის: დაგეხმარებით ბიზნესის აღორძინებაში, პრეზიდენტს თან ჩამოყავს თავისი ალბათ რჩეული ბიზნესმენები და აცნობს ჩვენს მთავრობას რომ ეს ხალხი განახორციელებს ინვესტიციებს და იცნობდეთ მათ. დაგეხმარებით და დაგაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, დაგეხმარებით და დაგეხმარებით, სუბსიდირება და სუფსიდირება რამდენი წელია ეს ისმის? ჯერ საკითხავია თუ მართლა უნდათ დახმარება, მეორეც, არის ქვეყნები რომლებიც ნავთობზე ზიან და ვერ ვითარდებიან, ჩვენ ვზივართ სუფსიდიებზე და ვართ ასე.
შეიძლება ცუდი არ იყოს ადრეულ ეტაპზე დახმარება, ჩვენ მართლაც გვჭირდება კაპიტალი, მაგრამ ეს წლები თუ დავფიქრებულვართ რამდენი კაპიტალი გავანიავეთ არაეფექტურად? რამდენი წელია უკვე ეს გრძელდება...სხვისი ხელის შემყურე ვართ გამუდმებით, კომუნიზმმა მოახერხა მენტალიტეტის შეცვლა ისე რომ გამუდმებით ვიღაცა პატრონს ვეძებთ და ვიღაცის დახმარების მოლოდინში ვართ, არადა შევქმნათ სწორი სისტემა და თუ მოვინდომებთ ყველაფერი საათივით ამუშავდება.
აშშ-ემ ბოლოს 200 წელი არნახული განვითარება მოახერხა, ისეთი როგორიც კაცობრიობას არ ახსოვს, რადგან სწორი სისტემა ჰქონდა, ისინი არ მუშაობდნენ იმაზე მეტს ვიდრე მაგალითად ჩინელები, მაგრამ მათ ჰქონდათ ის რაც არ ჰქონდა ჩინეთს, სწორი სისტემა.
სწორი სისტემის შემთხვევაში კაპიტალს ჩვენც ბევრად ეფექტრუად გამოვიყენებდით და ბევრად განვითარებული ქვეყანა ვიქნებოდით.
