Tuesday, September 18, 2012
ადამიანის კრიტიკა
‘’რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, იგი ყოველთვის მზად არის
დაადანაშაულოს სხვა, მაგრამ არასოდეს საკუთარი თავი. გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა საფოსტო მტრედსა ჰგავს,
რომელიც ყოფლეთვის უკან ბრუნდება!“ – დეილ
კარნეგი
ადამიანს როდესაც აკრიტიკებ შენ ფაქტიურად ვერაფერს ცვლი მასში,
წლების განმავლობაშიც რომ აკრიტიკო უმეტეს შემთხვევაში მიიღებ უარესს და მსგავსი
კრიტიკა უკან დაგიბრუნდება.
ადამიანს აკრიტიკებ მაშინ როდესაც:
1. თვლი რომ ის რაღაცას ისე არ აკეთებს როგორც შენ თვლი სწორე იქნებოდა და
გინდა ცვლილება. 2. ჯიუტად ეწინააღმდეგები
მიუხედავად იმისა შენ მის აზრს/მოქმედებას სწორედ თვლი თუ არა. როდის ეწინააღმდეგები? ა.
როდესაც არ მოგწონს პიროვნება, არ თვლი რომ ის ლოგიკურს ლაპარაკობს. ბ.
როდესაც დაგროვილი გაქვს პრობლემები და ამოანთხევ. ბ–სთვის საჭიროა ეს დაგროვილი პრობლემები დაწერო
და გამოუშვა შიგნიდან პერიოდულად, რადგან თუ შენ ეცადე პრობლემები დაიგროვო, ეს
დაგროვილი შემდეგ ვულკანივით ამოიფრქვევა.
ვულკანივით რომ არ ამოიფრქვეს ადამიანები მიიღე ისეთები როგორებიც
არიან, ნუ ეცდები მათ შეცვლას კრიტიკით თორემ მთელ ცხოვრება შედარებებში და
კამათში გაატარებ და შესაძლოა ის ცვლილება რაც შენ გინდოდა როდესღაც აღარც შენ
მოგეწონოს. ღირს კი კრიტიკა და კამათი მთელი
ცხოვრება იმისათვის რომ ცოტათი ვინმე შეცვალო და ამაში უამრავი ენერგია და ნერვები
დაკარგო? ამას ჯობია მიიღო ის ისეთი
როგორიც არის, იყო ბედნიერი და ბევრად წარმატებული.
ადამიანის შეცვლა შესაძლებელია თუ: 1. შენ მას ისე დაელაპარაკები რომ მას მოუნდეს
ცვლილება, მან იფიქროს ეს ცვლილება მისი სურივილი და მისი იდეაა. 2. აუხსნა
ისე ფრთხილად რომ მიხვდეს, ჩაწვდეს, მოეწონოს და ჩათვალოს რომ ეს ცვლილება როგორც
მისთვის ასევე საერთო წარმატებისთვის ბევრად მნიშვნელოვანია.
Subscribe to:
Comments (Atom)