ბაზრებმა დაბლა დაწევა დაიწყეს, თითქმის ყველა ქვეყნის ინდექსები ვარდება, საკმაოდ ბუნდოვანი მდგომარეობაა, კრიზისიდან არც ევროპა და არც აშშ არ გამოსულა, მიუხედავად ბევრი "ექსპერტის" მტკიცებისა, კრიზისი კი შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. ვარაუდი არსეობობს რომ შესაძლოა აშშ–ემ QE3 (ახალი ეკონომიკის "მასტიმულირებელი" პაკეტი) გამოაცხადოს, რაც ეკონომიკის სტიმულირების არ ვიცი მაგრამ დოლარის ღირებულებას გააფუჭების მასტიმულირებელი არის; QE3–ს შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეეჩერებინა ვარდნა – პრობლემებს მომავლისთვის გადაწევდა, ეკონომიკურად ეს გამოსავალი არ არის კრიზისიდან გამოსვლის, მაგრამ დღეს ამაზე არავინ არ ფიქრობს და არც უკეთესის გაკეთების ინტერესი აქვთ. აგრეთვე აშშ–ს საკრედიტო რეიტინგის შემცირების რისკებიც იზრდება, რაც ბაზრებზეც ისახება. ვალიუტების ომი დაარქვეს მაგრამ ეს ის არ არის რაზეც საუბრობენ...
გარდა ამისა ჩინელები დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ აშშ–ს უძრავ ქონებაში, სასტუმროების 8%–ს უკვე ფლობენ, ჩინეთი რომელსაც ძალზედ დიდი რეზერვები აქვს დოლარის (აგრეთვე სხვა ვალიუტების), ცდილობს დოლარი მოიცილოს და აბანდებს უძრავ ქონებაში – აშშ უძრივი ქონების ფასები საკმაოდ დაბალია. დოლარი საკმაოდ რისკინი ვალიუტა გახდა და სავარაუდოდ მისი ღირებულების დაკარგვა მომავალშიც გაგრძელდება; თუმცა მოკლე ვადაში დოლარის კურსი ვთქვათ ევროსთან შესაძლოა გამყარდეს.
აგრო სფერო კვლავ იქნება პრიორიტეტული...
ამ ყველაფერს რაზეც მაღლა ვისაუბრე საქართველოზეც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს.