About Me

Thursday, November 29, 2012

მაგალითი იმასა როგორ მდიდრდება ზოგიერთი კომპანიის მენეჯმენტი კომპანიის მფლობელების ხარჯზე

 მაგალითად ავიღოთ რომელიმე აშშ ბანკი, ვთქვათ სითი ბანკი, ამ კომპანიას ყავს მფლობელები და ეს მფლობელები ქირაობენ მენეჯმენტს რათა მართონ ეს კომპანია, მენეჯმენტი იღებს ხელფასს და ბონუსს მოკლევადიანი წარმატებებისთვის.  ამ ბანკის მენეჯმენტმა წლების განმავლობაში მიიღო უდიდესი ბონუსები მოკლევადიანი წარმატებებისთვის.  როდესაც ბონუსები მიბმულია მოკლევადიან პერფორმანსზე (ვთქვათ მოგების ზრდაზე ყოველწლიურად), ეს იწვევს სურვილს მენეჯმენტში რომ წავიდეს მეტ რისკებზე რადგან მეტი ბონუსი მიიღოს.   ყველაფერი მიდიოდა სითი ბანკისთვის ნორმალურად მაგრამ უცებ დადგა 2008–2009 წლის კრიზისი, ბევრისთვის სავსებით მოულოდნელად, დღეს ამ კომპანიის აქცია ღირს $35 როდესაც კრიზისამდე ღირდა $557 ანუ მფლობელებმა დაახლოვებით 94% ზარალი ნახეს, ანუ უხეშად რომ ვთქვათ 6% დარჩათ ადრინდელი კომპანიის ღირებულების :( ძალიან ცუდია ხო? ახლა ვნახოთ მენეჯმენტი რას აკეთებს ამ დროს და რა რისკებს იღებს თავის თავზე? არანაირ რისკს. ისინი იღებდნენ ამ წლების განმავლობაში ბონუსებს და როდესაც ასეთი დიდი ვარდნა იყო აქციების ფასის 2008 –2009 წლებში ამ დროსაც იღებდნენ ბონუსებს და არაფერი არ დაუკარგიათ, დაკარგეს მხოლოდ აქციონერებმა სამწუხაროდ :( 
თუმცა ამავე დროს არსებოენ კარგი მენეჯერებიც რომლებმაც გაუძლეს ამ კრიზისს, მაგალითად მორგან ჩეისის მენეჯერი Jamie Dimon.

No comments:

Post a Comment