ლარის გამყარება მოსალოდნელი იყო რადგან სხვანაირად მეტი პრობლემა წარმოიშობოდა და ამ ეტაპზე გამართლებულად მიმაჩნია, რადგან ინფლაცია მეტად გაართულებდა მდგომარეობას; ლარის გამყარება სავრაუდოდ მოხდა ეროვნული ბანკის ჩარევით, მსგავი ჩარევა უნდა მოხდეს თანმიმდევრულად და ფრთხილად რათა ეკონომიკამ უკუ შედეგი არ გამოიღოს.
მოკლე ვადაში მსგავსი ჩარევები მუშაობს, მაგრამ გრძელ ვადაში ლარის რეალურ მოთხოვნა მიწოდებას ბაზარი არეგულირებს.
რაც ჩვენ გვჭირდება არის რეალური მოთხოვნის ზრდა ლარზე, რაც ინვესტიციების მოთხოვნის ზრდით და ადგილობრივი ბიზნესის გააქტიურებით მოხდება. თუ ლარის შედარებითი გამყარებები თანმიმდევრული იქნება, ეს ინვესტორებისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა ადგილობრივ ბაზარზე ინვესტიციების განსახორციელებლად.
No comments:
Post a Comment