გლობალური ეკონომიკური პროცესები გამუდმებით იცვლება და დღეს ზოგიერთი ის პოლიტიკა რაც ადრე მუშაობდა უკვე ნაკლებ ეფექტურია, ამიტომ ჩვენი ფისკალური, მონეტარული და სავალიუტო პოლიტიკა აშკარად შესაცვლელია რომ შემდგომში ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტი არ მოახდინოს. დღეს ჩვენ ფასების იმპორტს ვახორციელებთ, სხვანაირად რომ ვთქვათ ინფლაციის იმპორტს ვახორციელებთ და როდესაც დოლარის ინდექსი და ღირებულება შედარებით ფუჭდება, სავალიუტო კურსის დაჭერის შემთხევაში ლარის ღირებულების გაფუჭებასაც ხელს ვუწყობთ ასე რომ ვთქვათ: როდესაც აშშ ფულს ბეჭდავს PPP ის მიხედვით ეს პირდაპირ ნიშვავს ვალიუტის გაფუჭებას და როდესაც ლარი/დოლარის კურსი უცვლელია ეგ ნიშნავს იგივე რაოდენობის ლარიც დაიბეჭდა (ფიქსირებული რომ დავტოვოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები), ამიტომ გლობალური ფასების ზრდა რაც ძირითადად გამოწვეულია დოლარის ღირებულების გაფუჭებით პირდაპირ ისახება ადგილობრივ ფასებზე როდესაც ლარის კური არ მყარდება შედარებით, რაც მოსახლეობისთვის იწვევს ფიქსირებული ხელფასის შემთხვევაში მსყიდველობითი უნარის შემცირებას და ეკონომიკურად არასტაბილურობას.
ჩვენ რომ გადავხედოთ იმ კრიტერიუმებს რასაც ინვესტორები იყენებენ საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებაში მივხვდებით რომ ის პოლიტიკა რასაც ჩვენ ვიყენებთ არ არის მიმზიდველი და რისკებს კიდევ ზრდის რაც მოლოდინს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.
ინვესტორი ელოდება ეკონომიურ მოგებას ამიტომ ქვეყნის ვალიუტის შედარებით გამყარება ქვეყნას საინვესტიციოდ მეტად მიმზიდველს ხდის. გარდა ფასების სტაბილურობის ინვესტორი გადაწყვეტილების მიღებისას ბევრ სხვა ფაქტორსაც აანალიზებს როგორიც არის სტაბილური პოლიტიკური სისტემა, სასამართლო სისტემის საიმედოობა, დაბალი გადასახადები.
ის ფისკალური თუ მონეტარული პოლიტიკა რაც გატარდა არის სასარგებლო იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პროდუქტების ზრდა მოყვებოდა და ვალიუტის გაუფასურების შემთხვევაში პროდუქტები მეტად კონკურენტული იქნებოდა, რაც გამოიწვევდა ექსპორტის ზრდას, პროდუქტიულობის ზრდას, რეალური ხელფასების ზრდას და ეკონომიკის გაძლიერებას მიუხედავად ვალიუტის გაუფასურებისა. მაგრად სამწუხაროდ წარმოების და მომსახურების ზრდა არ მოდხა იმ დონეზე რომ გაამართლებდა ვალიუტის გაფუჭებას. მაგრამ ძირითადად განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები ითველებიან მეტად მიმზიდველად როდესაც ადგილობრივი ვალიუტა შედარებით მყარდება და ფასები ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე მცირდება.
გარდა ამისა ფისკალურმა პოლიტიკამ მთლიანად უნდა უზრუნველყოს პრიორიტეტებში ინვესტიციები (მაგალითად თუ სოფლის მერუნეობა პრიორიტეტია მაშინ საარხო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები მნიშვნელოვანია) რათა ხელი შეუწყოს ამ სექტორების განვითარებას (ტექნოლოგიურად განვითარებას) და გაჯანსაღებას, რაც გამოიწვევს ბიზნესებისთვის მეტ პროდუქტიულობას, მეტ მოგებას, ნაკლებ ხარჯს, სამუშაო ადგილების შექმნას, იმპორტის შემცირებას რაც უმნიშვნელოვანესია და თუ ექსპორტი გაიზრდება ძალზედ დაეხმარება ეკონომიკას, ეკონომიკის ზრდას, მშპ პერ კაპიტას ზრდას და თვითეული მოსახლის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. უნდა ოპტიმიზაცია განახორციელოს პრიორიტეტების, რაც ნაკლებ პრიორიტეტულია იქ არ უნდა განახორცილოს ის ინვესტიციები რაც არ გამოიწვევს სოცილაურ ბენეფიტის ზრდას იმ დონეზე რომ დაფაროს სოციალური ხარჯი (სახელმწიფოს მიერ დანახარჯი) ან ყველაზე უარეს შემთხვევაში ერთმანეთს უდრიდეს. თუ არ მოხდა სწორი გათვალა და სოცილაური ბენეფიტი არ გაიზარდა (რასაც უნდა წესით მოყოლოდა შემოსავლების ზრდა, ეკონომიკის ზრდა და ბიუჯეტის ზრდა) მაშინ ბიუჯეტში გაზრდილი დეფიციტის შემცირება ხდება სხვა გზებით როგორიც არის კერძო სექტორის კაპიტალზე მოთხოვნის ზრდა (რაც საპროცენტო განაკვეთებსაც გაზრდის), გადასახადების ზრდა (რათა შეივსოს ბიუჯეტი) და შესაძლოა დამატებითი ფულადი ბაზის შექმნა (ფულის ბეჭვდა), რაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპს ხელს უშლის (რომ აღარ ჩავთვალოთ ის უარყოფითი ეფექტი რაც არასწორმა დანახარჯებმა გამოიწვია), შესაძლოა პროდუქტებზე ფასებიც გაიზარდოს (ინფლაციური ეფექტი) და უმუშევრობასაც ვერ ამიცირებს (თუ უფრო მეტად არ გაზრდის). როდესაც მოთხოვნა დიდია კერძო სექტორის კაპიტალზე ბიუჯეტის მხირიდან, მაშინ შედარებით დაბალპროცენტიან (ბიუჯეტში დეფიციტი შემდგომ განაკვეთებს ზრდის) კაპიტალზე ბანკები აღარ ასესხებენ კერშო სექტორისთვის და თავის რესურსებს აძლევენ ბიუჯეტს; ეს ბიუჯეტი თუ ამ კაპიტალს არაპრიორიტეტულად ხარჯავს (კერძო სექტორთან შედარებით) გამოიწვევს რესურსების არაეფექტურ გადანაწილებას რაც ეკონომიკისთვის არის ნეგატიური (ინგლისურად ამას Deadweight loss ჰქვია); რაც შემდგომ ეკონომიკის ზრდის ტემპს ანელებს და შესაძლებელზე ნაკლებ აქტიურია (Output gap), რაც თავისთავად ამცირებს სამუშაო ადგილებს, ზრდის ფასებს, ადგილობრივ ვალიუტას შედარებით ასუსტებს და ეკონომიკის ზრდას ხელს უშლის.
აგრეთვე მონეტარული პოლიტიკის თანმიმდევრული გამკაცრება იქნება საჭირო რათა ფასების სტაბილურობა, რეალური მშპ–ის ზრდა და ინვესტიციებზე მოთხოვნა (არასასპეკულიანტო მიმართულებით) უზრუნველყოს
No comments:
Post a Comment