About Me

Wednesday, May 14, 2014

ეფექტური სისტემის შექმნა გვჭირდება და არა გამუდმებით სუფსიდირების ძებნა

 ეს 2 დღეა ლამაზი სიტყვები ისმის: დაგეხმარებით ბიზნესის აღორძინებაში,  პრეზიდენტს თან ჩამოყავს თავისი ალბათ რჩეული ბიზნესმენები და აცნობს ჩვენს მთავრობას რომ ეს ხალხი განახორციელებს ინვესტიციებს და იცნობდეთ მათ.   დაგეხმარებით და დაგაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, დაგეხმარებით და დაგეხმარებით, სუბსიდირება და სუფსიდირება რამდენი წელია ეს ისმის?  ჯერ საკითხავია თუ მართლა უნდათ დახმარება, მეორეც, არის ქვეყნები რომლებიც ნავთობზე ზიან და ვერ ვითარდებიან, ჩვენ ვზივართ სუფსიდიებზე და ვართ ასე.

შეიძლება ცუდი არ იყოს ადრეულ ეტაპზე დახმარება, ჩვენ მართლაც გვჭირდება კაპიტალი, მაგრამ ეს წლები თუ დავფიქრებულვართ რამდენი კაპიტალი გავანიავეთ არაეფექტურად? რამდენი წელია უკვე ეს გრძელდება...სხვისი ხელის შემყურე ვართ გამუდმებით, კომუნიზმმა მოახერხა მენტალიტეტის შეცვლა ისე რომ გამუდმებით ვიღაცა პატრონს ვეძებთ და ვიღაცის დახმარების მოლოდინში ვართ, არადა შევქმნათ სწორი სისტემა და თუ მოვინდომებთ ყველაფერი საათივით ამუშავდება.

აშშ-ემ ბოლოს 200 წელი არნახული განვითარება მოახერხა, ისეთი როგორიც კაცობრიობას არ ახსოვს, რადგან სწორი სისტემა ჰქონდა, ისინი არ მუშაობდნენ იმაზე მეტს ვიდრე მაგალითად ჩინელები, მაგრამ მათ ჰქონდათ ის რაც არ ჰქონდა ჩინეთს, სწორი სისტემა.  

სწორი სისტემის შემთხვევაში კაპიტალს ჩვენც ბევრად ეფექტრუად გამოვიყენებდით და ბევრად განვითარებული ქვეყანა ვიქნებოდით.

Friday, February 21, 2014

მსოფლიო იცვლება - ინოვატორული მაგალითი

აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ახალი ტრენდი ასეთია:  გიგანტი  IT კომპანიიდან მიდის რამდენიმე ექსპერტი, ქმნის პროდუქტს და ამ პროდუქტს ძალიან ხშირად ყიდის მილიარდებად იმავე IT კომპანიაზე, საიდანაც წამოვიდა.

ეს ტრენდი ზუსტად ჯდება იმ ეკონომიკური ზრდის თეორიაში, რომელიც გვეუბნება, რომ მომავალში აშშ-ს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ლომის წილი წარმოიქმნება განათლებიდან და ინოვაციიდან და ნაკლებად კაპიტალის გამოყოფის შესასძლებლობიდან (რაც აშშ-ს არ აკლია).   

დღეს, აშშ არის ლიდერი ინოვატორი ახალი რეალობის შექმნაში, რაც ძალიან სწრაფად ცვლის მთლიანად მსოფლიოს. ინოვაცია, მის ეკონომიკას აძლევს ზრდის ახალ პერსპექტივებს.   ამ მოდელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ხელშეწყობა, რასაც აშშ-მ თავი მშვენივრად გაართვა. 

ეს არის იმ ძირითადი ინგრედიენტების ჩამონათვალი, რაც დაეხმარა აშშ-ს ყოფილიყო ინოვატორი და მიეღწია იმ ეკონომიკური სიმძლავრეებისთვის, რაც მას დღეს გააჩნია:


1. სტაბილური და ეფექტური მთავრობა;

2. არგად განვითარებული სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემა;

3. კერძო საკუთრების პატივისცემა და დაცვა (აქ იგილისხმება ინტელექტუალური საკუთრებაც);

4. მეცნიერული განვითარების დიდი ხელშეწყობა.

პ.ს.  ძალიან საინტერესოა, როდესაც კომპანია გაძლევს საშუალებას შექმნა ახალი პროდუქტი და მასვე მიყიდო ის.  გუგლის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა "არ წახვიდეთ სხვა კომპანიაში სამუშაოდ, ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება შექმნას ახალი პროდუქტი და თვითონ გუგლი იყიდის მას".  ეს კი ძალიან დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ გახდე ინოვატორი.  

Saturday, February 1, 2014

სავარაუდო მიზეზი განვითარებადი ქვეყნების ვალიუტების კურსის ვარდნის

 ბოლო პერიოდში განვითარებადი ქვეყნების ვალიუტის ვარდნამ საკმაოდ დიდი პანიკა გამოიწვია, ეკონომისტები იმდენად დაპანიკდნენ რომ გლობალური კრიზისის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ.  ლარიც არ იყო გამონაკლისი.   ბევრი ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს განვითარებადი ვალუტების კურსის ვარდნაზე, მაგრამ ერთერთი უმთავრესი ფაქტორი განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება იყო განვითარებულ ქვეყნებში.   ამით ადგილობრივი ვალიუტები საკმაოდ ცუდ დღეში აღმოჩნდა, თურქეთში ამას პოლიტიკური მღელვარებაც დაერთო, რამაც თურქული ლირა ცუდ დღეში ჩააგდო.  გადინების მიზეზი კი იყო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის გაუმჯობესება და უკეთესი ზრდის მოლოდინი.   მაგალითად აშშ ფედერალური ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც დაიწყო, რითიც გამოხატა რომ ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაშია და საჭიროა მასტიმულირებელი კაპიტალის შემცირება.   2013 წელი საკმაოდ დადებითი წელი იყო აშშ კაპიტალური ბაზრებისთვის, ბევრი კომპანიის აქციის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, იმ დროს როდესაც განვითარებადი ქვეყენების ბაზრების ინდექსებმა არცთუ კარგი შედეგი აჩვენა.  აშშ ეკონომიკის გაუმჯობესებამ და მისი შემდგომი ზრდის არცთუ ურიგო მოლოდინმა ინტერესი გაზარდა ინვესტიციების ზრდაზე აშშ-ში, ამიტომ დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა განვითარებად ვალიუტებთან შედარებით, სავარაუდოდ ეს იყო პანიკის ძირითადი გამომწვევი მიზეზი.   ყველას უნდა იყოს იქ სადაც ფიქრობენ რომ უკეთესი მდგომარეობაა.    შეიძლება 2014 წელი არ იყოს კაპიტური ბაზრებისთვის ისეთივე  წარმატებული როგორიც 2013, მაგრამ აშშ ეკონომიკის შედარებით გაუმჯობესებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ინვესტორების გადაწყვეტილებაში მიღბაში.  

Saturday, January 18, 2014

ლარი/დოლარი კურსის მერყეობა

 ვალიუტის მერყეობა არის ჩეულებრივი მოვლენა იმ ქვეყნებში სადაც საკუთარი ვალიუტის კურსი არ აქვთ დაფიქსირებული სხვა ვალიუტასთან ( მაგალითად რამოდენიმე წლის წინ ჩინეთს ჰქონდა დოლარი/იუანის კურსი დაფიქსირებული), მაგალითად ევრო/დოლარის კურსი დაალოვებით 1.45 - 1.2-ის ფარგლებში მერყეობს რამოდენიმე წლის განმავლობაში.  თუმცა ეს არ ნიშნავს ვიფიქროთ რომ ყოველთვის ამ ფარგლებში იმოძრავებს კურსი, ის შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.  რამოდენიმე წლის წინ ლარი/დოლარის კურსმა 1.85 ნიშნულს მიაღწია თუ კარგად მახსოვს, მაგარამ შემდეგ დაიკლო.
ბოლო 2 წელი განვითარებული მოვლენები ხელს უწყობდა ლარის გაფუჭებას, რადგან ბიზნეს აქტიურობა შემცირდა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მოიმატა რამაც ქვეყნიდან კაპიტალის გადინება მოახდინა, უცხოური ინვესტიციები შემცირდა, შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის სტიმულირებისთვის და სხვა ფაქტორებიც იყო რამაც გამოიწვია კურსის გაუარესება.  რაც ჩამოვთვალე ამ ფაქტორების გათვალისწინებით ლარი რომ არ გაფუჭებულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა.  ვფიქრობ ეროვნული ბანკს გააჩნია ბერკეტები რითაც შეუძლია მართოს პროცესები.
რაც ეხება ინფლაციას, საქართველოს ბოლო წლები საკმაოდ მაღალი ინფლაცია ჰქონდა, ბევრი არ საუბრობს ამ თემაზე მაგრამ ინფლაცია საკმაოდ მაღალი იყო.  ამ წუთას ინფლაცია შედარებით დაბალია.  ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის მიზნობრივ ინფლაციაზე (მიზნობრიობის დონეც განსასაზღვრია, რადგან მიზნობრივი 6% ინფლაციის მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი) მეტი არ არის სასურველი, ასევე დეფლაცია არ არის სასურველი (რაც დღესდღეობით განვითარებულ ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს).   არა მგონია ამ ეტაპზე უმართავი ინფლაციის რისკი იზრდებოდეს, ამ რისკის ზრდა ძირითადად რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც ამ წუთისთვის ვფიქრობ რისკს არ წარმოადგენს.

პ.ს. ქვეყნიდან გასული კაპიტალის დიდი ნაწილი ვფიქობ არ იყო გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ეს იყო სასპეკულაციო კაპიტალი.  ამიტომ მოკლე ვადაში შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ეფექტი მაგრამ გრძელ ვადაში ეს ჩანაცვლდება საინვესტიციო კაპიტალით რაც მეტად ნაყოფიერია ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის.

Thursday, July 4, 2013

ეკონომიკის ზრდის ფაქტორი ბიზნეს აქტიურობის გაზრდაა


დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ძალიან შემცირებულია ბიზნეს აქტიურობა - ახალი ინვესტიციების განხორციელება და არსებული კომპანიების მხრიდან რეინვესტირება, რაც განაპირობებს სამუშაო ადგილების შემცირებას, ხელფასების შემცირებას ან ზრდის ტემპის შენელებას, რაც აგრეთვე ამცირებს საზოგადოების მხრიდან დანახარჯებს, რაც ჯამში იწვევს მშპ-ის ზრდის ტემპის შენელებას.  ასეთ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობა გააქტიურდეს და ეკონომიკას დახმარება გაუწიოს როგორც სწორი კომუნიკაციით, აგრეთვე მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის სწორი მართვით, რაც სამწუხაროდ დღეს აქტიურად არ ხდება.     

ჯანსაღი კომუნიკაცია აუცილებელია რათა მთავრობამ საზოგადოებას და ბიზნესს დაანახოს და გაამყაროს უკეთესი ეკონომიკური მოლოდინი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის საჭიროა მეტი ლიდერობის ჩვენება მთავრობის მხრიდან, რაც გამოიხატება კომპეტენტური ხალხის მიერ საზოგადოებისთვის და ბიზნესისთვის იმის ახსნაში და შესრულებაში რომ ის რესურსები რაც ქვეყანას გააჩნია იქნება გამოყნენებული მაქსიმალურად ეფექტურად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ბიზნეს გარემო მეტად გაუმჯობესდეს.  რაც მეტ სტიმულს მიცემს როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ ინვესტორებს მეტი ინვესტიციების განსახორციელებლად.   ეს ყველაფერი რომ ინვესტორებმა დაიჯერონ ამისთვის აუცილებელია სწორი გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა და ამ სტრატეგიის დამაჯერებელად მიყოლა, დანაპირები აუცილებლად საქმეში უნდა აისახოს და აუცილებლად უნდა შესრულდეს.  ასეთი დამოკიდებულება გაზდის ნდობას და გააუმჯობესებს ქვეყნის რეპუტაციას.   მსგავსი ლიდერობის ჩვენება შეამცირებს რისკებს ქვეყანაში და საშუალებას მიცემს ინვესტორებს განახორციელონ გრძელვადიანი დაგეგმარება, რაც ერთერთი უმთავრესია გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად (სასპეკულაციო “ინვესტიციები“ გრძელვადიან სამუშაო ადგილს ვერ ქმნის), ქვეყის ეკონომიკის ზრდის და სტაბილურობის მისაღწევად.  მსგავსი პროგრესი ქვეყანას დაეხმარება სასპეკულაციო რეიტინგებიდან გადაინაცვლოს საინვესტიციო რეიტინგებში.

პარალელურად აუცილებელია ფისკალური და მონეტარული პოლიტკის გააქტიურება, სახემწიფო დანახარჯები უნდა გაიზარდოს მაშინ როდესაც ბიზნეს აქტიურობა ქვეყანაში  შემცირებულია - ეკონომიკური ზრდა მცირდება ან არ ხდება.   ამ დროს სახემწიფო მეტად უნდა გააქტიურდეს და  დაეხმაროს ეკონომიკას თავისი მასტიმულირებელი მოქმედებით, სხვადასხვა პროექტებში (მათ შორის ინფრასტრუქტურულ) ფულის დახარჯვით, თუმცა მხოლოდ დახარჯვა არ უნდა იყოს პრიორიეტი და ამ დანახარჯებმა პროდუქტიულობა (GDP per capita) უნდა გაზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ღირებულება ვერ შეიქმნება და ცხოვრების დონე ვერ აიწევს.  

როდესაც სახელმწიფო იმაზე მეტს ხარჯავს ვიდრე გადასახადით იღებს ბუნებრივია წარმოიქმნება დეფიციტი ბიუჯეტში, რაც ნორმალურია ამ პერიოდში.  ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მოხდება როდესაც ეკონომიკა გაჯანსაღდება და ბიზნეს ციკლის ახალი აღმასვლის ეტაპი დაიწყება - გადასახადების მოცულობა დაიწყებს ზრდას ბიუჯეტში, ამავე დროს სახელმწიფოც ამცირებს დანახარჯებს რაც ჯამში დეფიციტს ამცირებს.  აგრეთვე მინდა ავღნიშნო რომ დღეს ინფლაციის დონე საქართველოში არის დაბალი რაც აგრეთვე ხელს აძლევს მთავრობას რომ მეტად გააქტიურდბეს. 

მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკის ბუნებრივი თვისება არის ზრდა, ეფექტური კომუნიკაცია, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის აქტიური მართვა ხელს უწყობს მის კიდევ უფრო სწრაფ ზრდას ან ხელს უშლის გრძელვადიანი რეცესიის შექმნის პროცესს.  ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან სწრაფი და დროული გადაწყვეტილებების მიღება.  

Saturday, April 20, 2013

საქართველოს ჭირდება სახელმწიფო დანახარჯების და ინვესტორების კონფიდენსის აწევა

ბიზნეს ციკლის იმ პერიოდში როდესაც ქვეყნის ბიზნესში აქტიურობა შემცირებულია – ინვესტორები ამცირებენ ან აჩერებენ კაპიტალის დაბანდებას, სახელმწიფომ წინ უნდა წამოწიოს და გააიოლოს ფისკალური და აგრეთვე მონეტარული პოლიტიკა.  უნდა გაზარდოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში დანახარჯები პრიორიტეტების მიხედვით.  დღეს საქართველოში  ბიზნეს აქტიურობა აშკარად ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქტიურობა. 

იმ პერიოდში როდესაც ინვესტორების თავდაჯერებულობა (კონფიდენსი) ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად არის დაბალი,  თავდაჯერებულობის აწევამდე (თავდაჯერებულობაზეც სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს) საჭიროა სახელმწიფო აქტიურად ჩაერიოს და გაზარდოს ინფრასტრუქტურაში დანახარჯები როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში.  რაც მინიმუმ ხელს შეუშლის მშპ–ის შემცირებას.  


ინფლაცია დღეს საქართველოში არის დაბალი, რაც იძლეა იმის საშუალებას რომ გაადვილდეს როგორც ფისკალური ასევე მონეტარული პოლიტიკა.   მსგავსი პოლიტიკის გაადვილება კი შეიძლება გაგრძელდეს იმ დრომდე სანამ რისკები გაიზრდება მოსალოდნელი ინფლაციის, ასეთ დროს კი პოლიტიკის გამკაცრებით ხდება ინფლაციის მართავა და მისი დასტაბილურება. 

ამავე პერიოდში სახელმწიფო უნდა ეცადოს დაარწმუნოს ინვესტორები (უცხოელი და ადგილობრივი) რომ ქვეყანაში არის ძალიან კარგი გარემო ბიზნესის კეთების – პოლიტიკური სტაბილურობა, დამაჯერებელი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მართვა, სანდო სასამართლო სისტემა, მიმზიდველი საგადასახადო, სანდო რეგულირება, მზარდი მშპ, მსყიდველობითი უნარის ზრდა, ინფლაციის მართვა და ა.შ.   სახელმწიფომ ეს პოლიტიკა უნდა განახორციელოს ძალიან დამაჯერებლად (არ არის საკმარისი მარტო რეიტინგების ჩვენება), რაც გაზრდის ინვესტორების კონფიდენსს რომ საქართველოში არის მიმზიდველი გარემო გრძელვადიანი ბიზნესის კეთების. 

როდესაც ინვესტორი ხედავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა არის სტაბილური და შეუძლია დაგეგმარება გრძელ ვადაზე, რაც მის რისკებს ამცირებს, ეს მისთვის უკვე მეტად მიმზიდველია და ახორციელებს ინვესტიციებს.  ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკის ისე მართვა რომ სპეკულიანტები კი არ შემოვიდნენ ინვესტიციების განსახორციელებლად, არამედ გრძელვადიანი ინვესტორები.   გრძელვადიან ინვესტორებს კი ჭირდებათ გრძელვადიანი სტაბილურობა და ნაკლები გარუკვევლობა, მათ უნდა შეეძლოთ გრძელ ვადაზე დაგეგმარება.  თუ ინვესტორს არ შეუძლია გრძელ ვადაზე დაგეგმარება ის ქვეყანაში გრძელ ვადიანი ინვესტიციის განსახორციელებლად არ შემოვა, ეს უნდა ყოველთვის გვახსოვდეს. 

Thursday, February 28, 2013

How to increase your capital value and grow purchasing power




During low real interest rate environment in the economy the tendency is to spend more money and save less.  Critics may say if real interest rates on bank deposits are low and not attractive people can start own business, but reality is that not many people have desire to start own business.  If they save with low rate environment, like one in the developed world now, they can loose real money through losing purchasing power or otherwise negative interest rates - if they deposit in the bank (inflation > interest rates).  So, people start spending all wage, nearly nothing is saved.   Sometimes they may even require to incrase purchases, in this case they need to buy on credit, borrow from bank and purchase in that way, which creates additional expense (interest cost).  In that environment corporations are growing, because people spending more and more, and the same time people are saving less and less and even borrowing to spend, they actually becoming poorer, all money is went to companies.  If the wage growth is low than inflation, they have less and less purchasing power and eventually they stop paying loans, because not enough wage, this is one of the reason why when crisis occur.  During crisis, like developed world had in 2008 -2009, demand is decreasing, companies start shrinking employees (because their revenue decreased on lower demand, but fixed costs like wages are the same), they firing them.  Now, this people do not have jobs and may have loans still to pay.  This is the one of the example why the gap between poor and rich is widening.   What adds to this widening gap is also that, some countries do not have wage controls and have poor social security system, also other regulation are poor in the country, like financial system regulation.  In that kind of environment rich is becoming richer and poor is becoming poorer.   When crisis occurs, central banks start implementing stimulative polity for the economy, prices start to raise, this process may add to widening gap more, rich becomes richer, because they have already invested in assets like company stocks.  If stimulative policy works, companies start thriving, because optimism in the market returns and expectation is better for the economy. 
It is very important to have investment portfolio in properly analyzed and well chosen company stocks (it is very important to know which company stocks to buy, because if you can not figure out what to buy than do not do that, because you may loose you money), this is one of the source to make grow capital value over time.