About Me

Saturday, April 20, 2013

საქართველოს ჭირდება სახელმწიფო დანახარჯების და ინვესტორების კონფიდენსის აწევა

ბიზნეს ციკლის იმ პერიოდში როდესაც ქვეყნის ბიზნესში აქტიურობა შემცირებულია – ინვესტორები ამცირებენ ან აჩერებენ კაპიტალის დაბანდებას, სახელმწიფომ წინ უნდა წამოწიოს და გააიოლოს ფისკალური და აგრეთვე მონეტარული პოლიტიკა.  უნდა გაზარდოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში დანახარჯები პრიორიტეტების მიხედვით.  დღეს საქართველოში  ბიზნეს აქტიურობა აშკარად ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქტიურობა. 

იმ პერიოდში როდესაც ინვესტორების თავდაჯერებულობა (კონფიდენსი) ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად არის დაბალი,  თავდაჯერებულობის აწევამდე (თავდაჯერებულობაზეც სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს) საჭიროა სახელმწიფო აქტიურად ჩაერიოს და გაზარდოს ინფრასტრუქტურაში დანახარჯები როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში.  რაც მინიმუმ ხელს შეუშლის მშპ–ის შემცირებას.  


ინფლაცია დღეს საქართველოში არის დაბალი, რაც იძლეა იმის საშუალებას რომ გაადვილდეს როგორც ფისკალური ასევე მონეტარული პოლიტიკა.   მსგავსი პოლიტიკის გაადვილება კი შეიძლება გაგრძელდეს იმ დრომდე სანამ რისკები გაიზრდება მოსალოდნელი ინფლაციის, ასეთ დროს კი პოლიტიკის გამკაცრებით ხდება ინფლაციის მართავა და მისი დასტაბილურება. 

ამავე პერიოდში სახელმწიფო უნდა ეცადოს დაარწმუნოს ინვესტორები (უცხოელი და ადგილობრივი) რომ ქვეყანაში არის ძალიან კარგი გარემო ბიზნესის კეთების – პოლიტიკური სტაბილურობა, დამაჯერებელი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მართვა, სანდო სასამართლო სისტემა, მიმზიდველი საგადასახადო, სანდო რეგულირება, მზარდი მშპ, მსყიდველობითი უნარის ზრდა, ინფლაციის მართვა და ა.შ.   სახელმწიფომ ეს პოლიტიკა უნდა განახორციელოს ძალიან დამაჯერებლად (არ არის საკმარისი მარტო რეიტინგების ჩვენება), რაც გაზრდის ინვესტორების კონფიდენსს რომ საქართველოში არის მიმზიდველი გარემო გრძელვადიანი ბიზნესის კეთების. 

როდესაც ინვესტორი ხედავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა არის სტაბილური და შეუძლია დაგეგმარება გრძელ ვადაზე, რაც მის რისკებს ამცირებს, ეს მისთვის უკვე მეტად მიმზიდველია და ახორციელებს ინვესტიციებს.  ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკის ისე მართვა რომ სპეკულიანტები კი არ შემოვიდნენ ინვესტიციების განსახორციელებლად, არამედ გრძელვადიანი ინვესტორები.   გრძელვადიან ინვესტორებს კი ჭირდებათ გრძელვადიანი სტაბილურობა და ნაკლები გარუკვევლობა, მათ უნდა შეეძლოთ გრძელ ვადაზე დაგეგმარება.  თუ ინვესტორს არ შეუძლია გრძელ ვადაზე დაგეგმარება ის ქვეყანაში გრძელ ვადიანი ინვესტიციის განსახორციელებლად არ შემოვა, ეს უნდა ყოველთვის გვახსოვდეს. 

No comments:

Post a Comment