About Me

Saturday, January 18, 2014

ლარი/დოლარი კურსის მერყეობა

 ვალიუტის მერყეობა არის ჩეულებრივი მოვლენა იმ ქვეყნებში სადაც საკუთარი ვალიუტის კურსი არ აქვთ დაფიქსირებული სხვა ვალიუტასთან ( მაგალითად რამოდენიმე წლის წინ ჩინეთს ჰქონდა დოლარი/იუანის კურსი დაფიქსირებული), მაგალითად ევრო/დოლარის კურსი დაალოვებით 1.45 - 1.2-ის ფარგლებში მერყეობს რამოდენიმე წლის განმავლობაში.  თუმცა ეს არ ნიშნავს ვიფიქროთ რომ ყოველთვის ამ ფარგლებში იმოძრავებს კურსი, ის შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.  რამოდენიმე წლის წინ ლარი/დოლარის კურსმა 1.85 ნიშნულს მიაღწია თუ კარგად მახსოვს, მაგარამ შემდეგ დაიკლო.
ბოლო 2 წელი განვითარებული მოვლენები ხელს უწყობდა ლარის გაფუჭებას, რადგან ბიზნეს აქტიურობა შემცირდა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მოიმატა რამაც ქვეყნიდან კაპიტალის გადინება მოახდინა, უცხოური ინვესტიციები შემცირდა, შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის სტიმულირებისთვის და სხვა ფაქტორებიც იყო რამაც გამოიწვია კურსის გაუარესება.  რაც ჩამოვთვალე ამ ფაქტორების გათვალისწინებით ლარი რომ არ გაფუჭებულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა.  ვფიქრობ ეროვნული ბანკს გააჩნია ბერკეტები რითაც შეუძლია მართოს პროცესები.
რაც ეხება ინფლაციას, საქართველოს ბოლო წლები საკმაოდ მაღალი ინფლაცია ჰქონდა, ბევრი არ საუბრობს ამ თემაზე მაგრამ ინფლაცია საკმაოდ მაღალი იყო.  ამ წუთას ინფლაცია შედარებით დაბალია.  ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის მიზნობრივ ინფლაციაზე (მიზნობრიობის დონეც განსასაზღვრია, რადგან მიზნობრივი 6% ინფლაციის მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი) მეტი არ არის სასურველი, ასევე დეფლაცია არ არის სასურველი (რაც დღესდღეობით განვითარებულ ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს).   არა მგონია ამ ეტაპზე უმართავი ინფლაციის რისკი იზრდებოდეს, ამ რისკის ზრდა ძირითადად რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც ამ წუთისთვის ვფიქრობ რისკს არ წარმოადგენს.

პ.ს. ქვეყნიდან გასული კაპიტალის დიდი ნაწილი ვფიქობ არ იყო გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ეს იყო სასპეკულაციო კაპიტალი.  ამიტომ მოკლე ვადაში შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ეფექტი მაგრამ გრძელ ვადაში ეს ჩანაცვლდება საინვესტიციო კაპიტალით რაც მეტად ნაყოფიერია ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის.

No comments:

Post a Comment