ეს 2 დღეა ლამაზი სიტყვები ისმის: დაგეხმარებით ბიზნესის აღორძინებაში, პრეზიდენტს თან ჩამოყავს თავისი ალბათ რჩეული ბიზნესმენები და აცნობს ჩვენს მთავრობას რომ ეს ხალხი განახორციელებს ინვესტიციებს და იცნობდეთ მათ. დაგეხმარებით და დაგაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, დაგეხმარებით და დაგეხმარებით, სუბსიდირება და სუფსიდირება რამდენი წელია ეს ისმის? ჯერ საკითხავია თუ მართლა უნდათ დახმარება, მეორეც, არის ქვეყნები რომლებიც ნავთობზე ზიან და ვერ ვითარდებიან, ჩვენ ვზივართ სუფსიდიებზე და ვართ ასე.
შეიძლება ცუდი არ იყოს ადრეულ ეტაპზე დახმარება, ჩვენ მართლაც გვჭირდება კაპიტალი, მაგრამ ეს წლები თუ დავფიქრებულვართ რამდენი კაპიტალი გავანიავეთ არაეფექტურად? რამდენი წელია უკვე ეს გრძელდება...სხვისი ხელის შემყურე ვართ გამუდმებით, კომუნიზმმა მოახერხა მენტალიტეტის შეცვლა ისე რომ გამუდმებით ვიღაცა პატრონს ვეძებთ და ვიღაცის დახმარების მოლოდინში ვართ, არადა შევქმნათ სწორი სისტემა და თუ მოვინდომებთ ყველაფერი საათივით ამუშავდება.
აშშ-ემ ბოლოს 200 წელი არნახული განვითარება მოახერხა, ისეთი როგორიც კაცობრიობას არ ახსოვს, რადგან სწორი სისტემა ჰქონდა, ისინი არ მუშაობდნენ იმაზე მეტს ვიდრე მაგალითად ჩინელები, მაგრამ მათ ჰქონდათ ის რაც არ ჰქონდა ჩინეთს, სწორი სისტემა.
სწორი სისტემის შემთხვევაში კაპიტალს ჩვენც ბევრად ეფექტრუად გამოვიყენებდით და ბევრად განვითარებული ქვეყანა ვიქნებოდით.
Wednesday, May 14, 2014
Friday, February 21, 2014
მსოფლიო იცვლება - ინოვატორული მაგალითი
აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ახალი ტრენდი ასეთია: გიგანტი IT კომპანიიდან მიდის რამდენიმე ექსპერტი, ქმნის პროდუქტს და ამ პროდუქტს ძალიან ხშირად ყიდის მილიარდებად იმავე IT კომპანიაზე, საიდანაც წამოვიდა.
ეს ტრენდი ზუსტად ჯდება იმ ეკონომიკური ზრდის თეორიაში, რომელიც გვეუბნება, რომ მომავალში აშშ-ს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ლომის წილი წარმოიქმნება განათლებიდან და ინოვაციიდან და ნაკლებად კაპიტალის გამოყოფის შესასძლებლობიდან (რაც აშშ-ს არ აკლია).
დღეს, აშშ არის ლიდერი ინოვატორი ახალი რეალობის შექმნაში, რაც ძალიან სწრაფად ცვლის მთლიანად მსოფლიოს. ინოვაცია, მის ეკონომიკას აძლევს ზრდის ახალ პერსპექტივებს. ამ მოდელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ხელშეწყობა, რასაც აშშ-მ თავი მშვენივრად გაართვა.

ეს არის იმ ძირითადი ინგრედიენტების ჩამონათვალი, რაც დაეხმარა აშშ-ს ყოფილიყო ინოვატორი და მიეღწია იმ ეკონომიკური სიმძლავრეებისთვის, რაც მას დღეს გააჩნია:
1. სტაბილური და
ეფექტური მთავრობა;
2. კარგად განვითარებული სამართლებრივი და მარეგულირებელი
სისტემა;
3. კერძო საკუთრების პატივისცემა და დაცვა (აქ იგილისხმება
ინტელექტუალური საკუთრებაც);
4. მეცნიერული განვითარების დიდი ხელშეწყობა.
პ.ს. ძალიან
საინტერესოა, როდესაც კომპანია გაძლევს საშუალებას შექმნა ახალი პროდუქტი და მასვე მიყიდო ის. გუგლის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა "არ წახვიდეთ სხვა კომპანიაში სამუშაოდ, ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება შექმნას
ახალი პროდუქტი და თვითონ გუგლი იყიდის მას". ეს კი ძალიან დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ გახდე ინოვატორი.
Saturday, February 1, 2014
სავარაუდო მიზეზი განვითარებადი ქვეყნების ვალიუტების კურსის ვარდნის
ბოლო პერიოდში განვითარებადი ქვეყნების ვალიუტის ვარდნამ საკმაოდ დიდი პანიკა გამოიწვია, ეკონომისტები იმდენად დაპანიკდნენ რომ გლობალური კრიზისის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ. ლარიც არ იყო გამონაკლისი. ბევრი ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს განვითარებადი ვალუტების კურსის ვარდნაზე, მაგრამ ერთერთი უმთავრესი ფაქტორი განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება იყო განვითარებულ ქვეყნებში. ამით ადგილობრივი ვალიუტები საკმაოდ ცუდ დღეში აღმოჩნდა, თურქეთში ამას პოლიტიკური მღელვარებაც დაერთო, რამაც თურქული ლირა ცუდ დღეში ჩააგდო. გადინების მიზეზი კი იყო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის გაუმჯობესება და უკეთესი ზრდის მოლოდინი. მაგალითად აშშ ფედერალური ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც დაიწყო, რითიც გამოხატა რომ ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაშია და საჭიროა მასტიმულირებელი კაპიტალის შემცირება. 2013 წელი საკმაოდ დადებითი წელი იყო აშშ კაპიტალური ბაზრებისთვის, ბევრი კომპანიის აქციის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, იმ დროს როდესაც განვითარებადი ქვეყენების ბაზრების ინდექსებმა არცთუ კარგი შედეგი აჩვენა. აშშ ეკონომიკის გაუმჯობესებამ და მისი შემდგომი ზრდის არცთუ ურიგო მოლოდინმა ინტერესი გაზარდა ინვესტიციების ზრდაზე აშშ-ში, ამიტომ დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა განვითარებად ვალიუტებთან შედარებით, სავარაუდოდ ეს იყო პანიკის ძირითადი გამომწვევი მიზეზი. ყველას უნდა იყოს იქ სადაც ფიქრობენ რომ უკეთესი მდგომარეობაა. შეიძლება 2014 წელი არ იყოს კაპიტური ბაზრებისთვის ისეთივე წარმატებული როგორიც 2013, მაგრამ აშშ ეკონომიკის შედარებით გაუმჯობესებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ინვესტორების გადაწყვეტილებაში მიღბაში.
Saturday, January 18, 2014
ლარი/დოლარი კურსის მერყეობა
ვალიუტის მერყეობა არის ჩეულებრივი მოვლენა იმ ქვეყნებში სადაც საკუთარი ვალიუტის კურსი არ აქვთ დაფიქსირებული სხვა ვალიუტასთან ( მაგალითად რამოდენიმე წლის წინ ჩინეთს ჰქონდა დოლარი/იუანის კურსი დაფიქსირებული), მაგალითად ევრო/დოლარის კურსი დაალოვებით 1.45 - 1.2-ის ფარგლებში მერყეობს რამოდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა ეს არ ნიშნავს ვიფიქროთ რომ ყოველთვის ამ ფარგლებში იმოძრავებს კურსი, ის შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. რამოდენიმე წლის წინ ლარი/დოლარის კურსმა 1.85 ნიშნულს მიაღწია თუ კარგად მახსოვს, მაგარამ შემდეგ დაიკლო.
ბოლო 2 წელი განვითარებული მოვლენები ხელს უწყობდა ლარის გაფუჭებას, რადგან ბიზნეს აქტიურობა შემცირდა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მოიმატა რამაც ქვეყნიდან კაპიტალის გადინება მოახდინა, უცხოური ინვესტიციები შემცირდა, შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის სტიმულირებისთვის და სხვა ფაქტორებიც იყო რამაც გამოიწვია კურსის გაუარესება. რაც ჩამოვთვალე ამ ფაქტორების გათვალისწინებით ლარი რომ არ გაფუჭებულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა. ვფიქრობ ეროვნული ბანკს გააჩნია ბერკეტები რითაც შეუძლია მართოს პროცესები.
რაც ეხება ინფლაციას, საქართველოს ბოლო წლები საკმაოდ მაღალი ინფლაცია ჰქონდა, ბევრი არ საუბრობს ამ თემაზე მაგრამ ინფლაცია საკმაოდ მაღალი იყო. ამ წუთას ინფლაცია შედარებით დაბალია. ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის მიზნობრივ ინფლაციაზე (მიზნობრიობის დონეც განსასაზღვრია, რადგან მიზნობრივი 6% ინფლაციის მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი) მეტი არ არის სასურველი, ასევე დეფლაცია არ არის სასურველი (რაც დღესდღეობით განვითარებულ ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს). არა მგონია ამ ეტაპზე უმართავი ინფლაციის რისკი იზრდებოდეს, ამ რისკის ზრდა ძირითადად რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც ამ წუთისთვის ვფიქრობ რისკს არ წარმოადგენს.
პ.ს. ქვეყნიდან გასული კაპიტალის დიდი ნაწილი ვფიქობ არ იყო გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ეს იყო სასპეკულაციო კაპიტალი. ამიტომ მოკლე ვადაში შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ეფექტი მაგრამ გრძელ ვადაში ეს ჩანაცვლდება საინვესტიციო კაპიტალით რაც მეტად ნაყოფიერია ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის.

Subscribe to:
Comments (Atom)