About Me

Monday, November 12, 2012

ზოგიერთი ქვეყნისთვის დიდი ვალი არ ნიშნავს გარდაუვალ დეფოლტს

 დღეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნების მიერ აღებული ვალები და ქვეყნების დეფოლტი.  ვფიქრობ ქვეყნების მიერ ვალების ზრდა საკმაოდ ცუდი ტენდენციაა.  აშშ დღეს აბსოლიტურ მაჩვენებელში ყველაზე დიდი საგარეო ვალი აქვს 16 ტრილიონი, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ ამ ვალს ქვეყნის ეკონომიკას დავინახვათ რომ ეს ვალი არ არის იმ სიდიდის რაც მაგალითად იაპონიას ან სხვა რამოდენიმე ქვეყანას აქვს – ვალი/მშპ. დეფოლტი თუ თვითონ ამერიკელებმა არ მოინდომეს ისე არ უნდა მოხდეს.  აშშ აქვს ამ ვალებთან ბრძოლის სტრატეგია, ამ სტარატეგიის ერთერთი შემადგენელი ნაწილია რეალური ვალის შემცირება ანუ ვალის დევალუაცია, თუმცა ეს დევალუაციაც არ ნიშნავს იმას რომ აშშ აუცილებლად გადაიხდის ვალს.  ექნება ვალი მაგრამ არ გადეფოლტდება;  დაბეჭდავს ვალიუტას და გადაიხდის ვალს, მართალია ეს ცუდია ვალიტისთვის მაგრამ დეფოლტს აცდება. აბსოლიტურ მაჩვენებელში აშშ–ეს როგორც უკვე ვთქვი მართლაც აქვს ყველაზე მასიური ვალი, მაგრამ რეალურად მისი ეკონომიკის სიმძლევრიდან გამომდინარე ეს ვალი მეტად ნაკლებია ვიდრე იაპონიის (რომელსაც 200% ზე მეტი აქვს) ან რამოდენიმე სხვა ქვეყნის ვალი, აშშ ვალი/მშპ = დაახლოვებით 100%.    რათქმაუნდა ამ სიდიდის ვალი ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ეს ეხვა თემაა და ამაზე სხვა დროს.

საქართველოს ვალი/მშპ = 33% დაახლოვებით, რაც ვფიქრობ საკმაოდ დიდია, რადგან საქართველო განვითარებადი ქვეყანაა (განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები მეტად ძლიერია რაც აძლევს მათ საშუალებს მეტი ვალის აღების).   სიდიდის გარდა ეს ვალები არის სხვა ვალიუტაში აღებული და ეს კიდევ უფრო ზრდის რისკს გადახდის.  ამ ვალის გამოყენება აუცილებლად უნდა ხდებოდეს ეფექტურად, რათა შემდეგ გაადვილდეს ვალების გადახდა.  მიუხედავად ამისა საქართველო ბევრად უკეთეს სიტუაციაში იმყოფება ვიდრე ვთქვათ ესპანეთი, იტალია და ბევრი სხვა ქვეყნა.  

ევრო გაერთიანებაში შემავალმა ქვეყნებმა უარი თქვეს საკუთარ ვალიუტაზე და შემოიღეს საერთო ვალიუტა ევრო.  ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს, ზოგიერთ ქვეყანას საკმაოდ დიდი ვალები აქვს აღებული და  ამ ეტაპზე ძალიან უჭირთ ვალის გადახდა, მათ რომ ჰქონდეთ საკუთარი ვალიუტა მაშინ ვალის გადახდა შედარებით გაადვილდებოდა.  საკუთარ ვალიუტაზე უარის თქმა ძალიან დიდი რისკია.

No comments:

Post a Comment