About Me

Wednesday, October 31, 2012

შედარებითი უპირატესობა vs. სწორი სისტემა

ხშირად გსმენიათ ასეთი ტერმინი ქვეყნის შედარებითი უპირატესობა, ეს ტერმინი ასახავს ქვეყნის უპირატესობას იმ პროდუქტის წარმოებაში სადაც აქვს უპირატესობა შედარებით იაფად და ხარისხიანად აწარმოოს ეს პროდუქტი ვიდრე სხვა ქვეყანა აწარმოებდა.   მაგალითად ჩინეთს ყავს იაფი მუშახელი, ბრალიზიას შეუძლია აწარმოოს ყავა, ფინეთს ხეტყე, აზიურ ქვეყნებს ბრინჯი და ა.შ.    მაგრამ, ყველაზე საინტერესო ფაქტი არის ის რომ ჩვენი მეზობელი თურქეთი აწარმოებს ძალიან ბევრ პროდუქტს, ფაქტიურად იმპორტს ერიდება და უამრავ პროდუქტს აწარმოებს, მანქანებსაც კი, შედეგი სახეზეა თურქეთის მშპ აშკარად იზრდება სწრაფად და დღესდღეობით მსოფლიო ქვეყნებს შორის მოწინავე რიგებშია.  აგრეთვე მინდა შევეხოთ გერმანიას, სადაც მიუხედავად იმისა რომ გერმანელებს არ აქვთ ფუფუნება ჩინეთივით იაფი მუშახელის, საკმაოდ დიდ ხელფასებს იხდიან მუშახელში, მაინც ახერხებენ იყვნენ ერთერთი დიდი ექსპორტიორები აწარმოონ სხვადასხვა სახის პროდუქტი; ქვეყნის ეკონომიკაც შესაბამისად იზრდება; კრიზისს ევროპაში ჯერჯერობით ყველაზე უკეთესად გემანია უძლებს (სოციალური დახმარების წარმატებული მოდელიც მისი სისიტემის ნაწილია).   არც იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ბევრს მუშაობენ ქვეყნებში, მოსახლეობა აშშ–ში წლების განმავლობაში არ მუშაობდა იმაზე მეტს რასაც ვთქვათ ჩინეთში მუშაობდნენ, მაგრამ აშშ ბევრად უკეთ განვითარდა ვიდრე ჩინეთი ან სხვა ქყვენები.  მაშ რა არის ის მთავარი რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი რათა წარმატებას მიაღწიოს?  მთავარია ქვეყანაში სწორი სისტემის შექმნა, სწორი სტრუქტურის შექმნა რათა გაზარდო პროდუქტიულობა; ეს იგივეა ბიზნესში, ეს იგივეა ცხოვრებაში.  არ არის აუცილებელი ნავთობის ან ოქროს მომპოვებელი იყოს ქვეყანა, მთავარია სწორი სისტემა შექმნას ქვეყანაში; აფრიკაში უამრავი ოქრო და ნავთობი მოიპოვება მაგრამ დღემდე ვერ ახერხებს განვითარებას ისე როგორც სხვა ქვეყნები.
რათქმაუნდა შედარებითი უპირატესობა და სწორი სისტემა ერთმანეთს არ უშლის ხელს, პირიქით სწორი სისტემის შემთხვევაში სწორედ გამოყენებული შედარებითი უპიატესობა ქყეყნას მეტად აძლიერებს.  

Saturday, October 27, 2012

ევროპის და აშშ ეკონომიკის მდგომარეობა


რა ესაჭიროება დღეს ევროპას იმისთვის რომ კრიზისდან გამოვიდეს? 
ევროპას ესაჭიროება ევროპული ფინანსური ხელისუფლების შექმნა, რაც იქნება დამატებითი ძალა და განმრცობი იმას რასაც ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მონტი ცდილობს რომ გაკეთდეს, რაც სოლვენსი რისკს შეამცირებს, მონტი კი აკეთებს საქმეს მაგრამ ეს საკმარისი არ არის.  თვითოეული ქვეყნის მთავრობაში უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება, სტრუქტურული ცვლილებები და ამ ქვეყნების გაერთიანება საერთო მიზნისთვის, ერთსულოვნება უნდა ამუშავდეს, ამას ჭირდება უკეთესი ლიდერშიპი. აი ეს არ ხდება დღეს ევროპაში, ერთსულოვნება და საერთო მიზანზე მთლიანი კონცენტირება ვერ ხდება და ამიტომ ვერ ცხრება კრიზისი.  

აშშ–ემ თითქოს დაასტაბილურა ევროპასთან შედარებით სიტუაცია მაგრამ მას კვლავ მრავალი პრობლემა და მათ შორისფისკალური პრობლემები მოსაგვარებელი.  ძირითადი პრობლემები არის, დიდი სენტიმენტი ეკონომიკურ მომავალზე, სახლმწიფო დანახრჯების დიდი ზომა და სესხების დიდი რაოდენობა.  სახელმწიფო დანახარჯების დიდი რაოდენობა ბიუჯეტის დეფიციტს ქმნის, კონკურენციაში შედის კერძო სექტორთან და არაეფექტურია.  ბიუჯეტის დეფიციტმა დიდი როლი შეასრულა იმ რაოდენობით სესხების აღებაში რაც დღეს აშშ გაჩნია,  ეკონომიკის ზრდა გართულდება, რადგან სესხების ის უპრეცენდენტო რაოდენობა არ მიცემს საშუალებას ეკონომიკას მაღალი ზრდის.   არც იმის მჯერა რომ აშშ ვალების გადახდას დაიწყებს, რა პროცესიც არის დაწყებული შექმნის მეტ ფულის მასას და ნელნელა დროთა განმავლობაში მოხდება ვალიუტის დევალუაცია რაც შეამცირებს სესხის პროპორციულ რაოდენობას, თუ რათქმაუნდა ფედი ამ რაოდენობაზე შეჩერდა და კვლავ არ გააგრძელა სესხების აღება.  ჯერჯერობით აშშ ბანკებს კვლავ აქვთ პრობლემები ძველ სესხებთან დაკავშირებით და როდესაც მოგვარდება ეს პრობლემა და ბანკები მეტად გააქტიურდებიან სესხების გაცემით (ველოსიტი გაუმჯობესდება), მაშინ შესაძლოა დაიწყოს რისკი ინფლაციის შედარებით ზრდის, ინფლაციის რისკი ძირითადად ბანკების და ფინანსური ორგანიზაციების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.  

Friday, October 26, 2012

რამდენად ასახავს რეალობას რეიტინგები?

რეიტინგები სრულად არ ასახავს ქვეყნის რისკიანობას, დადებითი ფაქტორები ყოველთვის მეტად მიკერძოვებულია ვიდრე უარყოფითი, უკეთესი რეიტინგის მიღბის სურვილი ყოველთვის დიდია, ამიტომ ეს საკითხი თითქმის ყოველთვის მანიპულირებულია.  ძალიან რთულია თუ არა შეუძლებელი ამ ერთ სიმბოლოში ზუსტად ასახო რეალობა.  ინვესტორები დიდად არც ეყრდნობიან რეიტინგებს, ისინი უმეტეს შემთხვევაში ადგილზე იკვლევენ და აანალიზებენ სიტუაციას.

Wednesday, October 10, 2012

საგარეო ვალი

დღევანდელი მონაცემებით საქართველოს საგარეო ვალმა 12 მილიარდ დოლარს მიაღწია, აქედან 3.9 მილიარდი დოლარი არის სამთავრობო სექტორის ვალი.  როდესაც საგარეო ვალებით არ იქმნება დამატებითი ღირებულება, არ ხდება პრიორიტეტულ აქტივებში და პროექტებში თანხის ინვესტიცია, ეს ზრდის რისკს ვალების გადახდისუუნარობის (ქვეყნის რეიტინგის რისკი), ეკონომიკის კრიზისის და მშპ–ის ზრდის შენელების.

საგარეო ვალდეულების აღებით ხელისუფლებამ შექმნა რესურსი დამატებით ლარის დაბეჭვდის სახით; როგორც ხედავთ ლარი საშუალოდ 1.6 –1.67 მდეა დოლართან მიმართებაში, ანუ როდესაც შემოდის უცხოური ვალიუტა, ვთქვათ დოლარი, ეს დამატებით ლარის დაბეჭვდის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რადგან ლარი არ მყარდება– უნდა მყარდებოდეს წესით, გადაცვლითი კურსი არ იცვლება დიდად.    საგარეო ვალდებულებების ზრდის ხარჯზე იქმნება დამატებითი ლარის რესურსი რასაც ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის.  ანუ ვალდებულების ზრდის პროპორციულად იბეჭდება ლარი დამატებით.   აქვე მინდა ავღნიშნო რომ აღებული საგარეო ვალდებულებებით რომ იქმნებოდეს დამატებითი ღირებულება და ეკონომიკა იზრდებოდეს, მაშინ შესაძლოა ლარის მასა გაზრდილიყოს, რადგან ეკონომიკაში ჩნდება დამატებითი კაპიტალის მოთხოვნილება. მაგრამ როდესაც არაპრიორიტეტულად იხარჯება საგარეო ვალები ეს საბოლოოდ გამოიწვევს ეკონომიკაში ლარის გაუფასურებას და კრიზისს, რადგან ეს ვალდებულებები უნდა გადავიხადოთ და თუ ვერ მოხდა მეტი ღირებულების შექმნა და ეკონომიკის განვითარება მაშინ რით უნდა გავისტუმროთ ვალები?   ანუ აღებული ვალდებულებებით იმაზე მეტი სარგებელი უნდა იქმნებოდეს ვიდრე ჩვენ გვაქვს გადასახდელი.  თუ ეს ვერ ხდება მაშინ რჩება ერთი არჩევანი როდესაც ლარი უნდა გაუფასურდეს ვალების გადასახდელად.
ეკონიმიკა ბოლო წლებში თითქმის არ გაზრდილა, სამუშაო ადგილები თითქმის არ შექმნილა (პირიქით უმუშევრობა გაიზარდა), იმპორტი გამუდმებით იზრდება და ამას სისტემური ხასიათი მიეცა, ინვესტიციები გაქრა და ბიზნესის ხელშწყობა არ არის პრიორიტეტი.
ბიუჯეტში კომპანიებიდან გადასახადის და ჯარიმებს სახით ფულის ამოღება ხდება გადასარევად, რამაც შედარებით გაზარდა ბიუჯეტი, მაგრამ ეს ბიუჯეტი არ გაზრდილა  მხოლოდ ეკონომიკის ზრდის და განვითარების ხარჯზე (ბევრი ბიზნესი გაკოტრდა ან გავიდა ბიზნესიდან), ბიუჯეტი ნაწილობრივ გაიზარდა დაბეჭდილი ფულის ხარჯზეც რაც ამ წლებში იბეჭდებოდა – ინფლაციური ზრდა მოხდა.
რეზიუმე: ეკონომიკა არ იზრდება, უმუშევრობა იზრდება, იმპორტი იზრდება, ინვესტიციები შემცირდა და თითქმის აღარ ხორციელდება, სოციალური ფონი გაუარესდა და ზღვარი მდიდარსა და ღარიბს შორის გაიზარდა, ასეთი ეკონომიკური პოლიტიკით ეკონომიკას ზრდა ძალიან გაუჭირდება, რესურსი აღარ ეყოფა.