About Me

Tuesday, March 15, 2011

Look Ahead

მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია აშშ ფინანსურ ბაზრის კორექცია (ინდექსების ფასის შედარებით დაწევა), რადგან ბაზარი ზედმეტად მეტად ნაყიდია რაც ისახება ინდექსების ფასების საკმაოდ დიდ ზრდაზე (ამ ინდექსების ზრდაში კი უდიდესი წვლილი რეალური აქტივების მაწარმოებელიმა აქციებმა შეიტანეს), რაშიც წვლილი ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმაც შეიტანეს.   ეს მოკლევადიანი ზრდა იმდენად დიდი იყო რომ ბოლოს ნებისმიერი მცირე ინფორმაცია ბაზრის მონაწილეებზე უკვე ძალზედ მგრძნობიარე იყო და რაიმე საფრთხეს რისკების ზრდისას შეეძლო ცვლილებები გამოეწვია მოკლე ვადაში.  ამ დროს კი მონაწილეები უცებ ხურავენ პოზიციებს და აქტივებს აქეშებენ ან საწინააღმდეგო პოზიციებს ხსნიან.  იაპონიის მიწისძვრის შემდეგ ეს რისკები გაიზარდა, რაც სავარაუდოდ კორექციის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, რის ალბათობასაც მეტად ზრდის ბუნდოვანი მდგომარეობა ატომური რეაქტორების.  


აქტივების სხვადასხვა კლასი სავარაუდოდ სხვადასხვანაირ კორექციას გააკეთებს, მაგალითად ნავთობი, ძვირფასი ლითონები და ზოგიერთი ინდუსტრიული აქტივები შედარებით ნაკლებად დაიწევს ვიდრე სხვა აქტივების კლასი, თუმცა გრძელვადიანი ზრდის ტრენდი კვლავაც გაგრძელდება ამ მოკლევადიანი კორექციის შემდგომ.  ეს ჩვულებრივი მოკლევადიანი ბაზრის მერყეობაა რაც გამუდმებით თან ახლავს ბაზრებს (გადაფასება ხდება) მიუხედავად გრძელვადიანი დადებითი ტრენდის.   


კორექციას შესაძლოა თან დაერთოს დოლარის შედარებით გამყარება ევროსთან მიმართებაში – თუ იმ ალბათობის ზრდასაც დავამატებთ რომ ევროპულმა ცენტრალიურმა ბანკმა არ უნდა გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები აპრილში.  მაგრამ თუ ინფლაციის წნეხი გაძლიერდა, მაშინ მდგომარეობა ევროპული ცენტრალური ბანკის მიერ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთების აწევით დასრულდეს, რაც პოზიტიური იქნება ევროსთვის.




I think that...in a short term we have just begun a significant correction in the U.S stock markets.   Also, I think USD should strengthen some points; euro is currently overbought and if we add low probability of European Central Bank to raise interest rates, then this strengthens my expectation. 

However, if inflation pressure increases, then this will put more pressure on ECB to raise rates, which should be beneficial for euro.

No comments:

Post a Comment