About Me

Friday, February 21, 2014

მსოფლიო იცვლება - ინოვატორული მაგალითი

აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ახალი ტრენდი ასეთია:  გიგანტი  IT კომპანიიდან მიდის რამდენიმე ექსპერტი, ქმნის პროდუქტს და ამ პროდუქტს ძალიან ხშირად ყიდის მილიარდებად იმავე IT კომპანიაზე, საიდანაც წამოვიდა.

ეს ტრენდი ზუსტად ჯდება იმ ეკონომიკური ზრდის თეორიაში, რომელიც გვეუბნება, რომ მომავალში აშშ-ს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ლომის წილი წარმოიქმნება განათლებიდან და ინოვაციიდან და ნაკლებად კაპიტალის გამოყოფის შესასძლებლობიდან (რაც აშშ-ს არ აკლია).   

დღეს, აშშ არის ლიდერი ინოვატორი ახალი რეალობის შექმნაში, რაც ძალიან სწრაფად ცვლის მთლიანად მსოფლიოს. ინოვაცია, მის ეკონომიკას აძლევს ზრდის ახალ პერსპექტივებს.   ამ მოდელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ხელშეწყობა, რასაც აშშ-მ თავი მშვენივრად გაართვა. 

ეს არის იმ ძირითადი ინგრედიენტების ჩამონათვალი, რაც დაეხმარა აშშ-ს ყოფილიყო ინოვატორი და მიეღწია იმ ეკონომიკური სიმძლავრეებისთვის, რაც მას დღეს გააჩნია:


1. სტაბილური და ეფექტური მთავრობა;

2. არგად განვითარებული სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემა;

3. კერძო საკუთრების პატივისცემა და დაცვა (აქ იგილისხმება ინტელექტუალური საკუთრებაც);

4. მეცნიერული განვითარების დიდი ხელშეწყობა.

პ.ს.  ძალიან საინტერესოა, როდესაც კომპანია გაძლევს საშუალებას შექმნა ახალი პროდუქტი და მასვე მიყიდო ის.  გუგლის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა "არ წახვიდეთ სხვა კომპანიაში სამუშაოდ, ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება შექმნას ახალი პროდუქტი და თვითონ გუგლი იყიდის მას".  ეს კი ძალიან დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ გახდე ინოვატორი.  

Saturday, February 1, 2014

სავარაუდო მიზეზი განვითარებადი ქვეყნების ვალიუტების კურსის ვარდნის

 ბოლო პერიოდში განვითარებადი ქვეყნების ვალიუტის ვარდნამ საკმაოდ დიდი პანიკა გამოიწვია, ეკონომისტები იმდენად დაპანიკდნენ რომ გლობალური კრიზისის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ.  ლარიც არ იყო გამონაკლისი.   ბევრი ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს განვითარებადი ვალუტების კურსის ვარდნაზე, მაგრამ ერთერთი უმთავრესი ფაქტორი განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება იყო განვითარებულ ქვეყნებში.   ამით ადგილობრივი ვალიუტები საკმაოდ ცუდ დღეში აღმოჩნდა, თურქეთში ამას პოლიტიკური მღელვარებაც დაერთო, რამაც თურქული ლირა ცუდ დღეში ჩააგდო.  გადინების მიზეზი კი იყო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის გაუმჯობესება და უკეთესი ზრდის მოლოდინი.   მაგალითად აშშ ფედერალური ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც დაიწყო, რითიც გამოხატა რომ ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაშია და საჭიროა მასტიმულირებელი კაპიტალის შემცირება.   2013 წელი საკმაოდ დადებითი წელი იყო აშშ კაპიტალური ბაზრებისთვის, ბევრი კომპანიის აქციის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, იმ დროს როდესაც განვითარებადი ქვეყენების ბაზრების ინდექსებმა არცთუ კარგი შედეგი აჩვენა.  აშშ ეკონომიკის გაუმჯობესებამ და მისი შემდგომი ზრდის არცთუ ურიგო მოლოდინმა ინტერესი გაზარდა ინვესტიციების ზრდაზე აშშ-ში, ამიტომ დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა განვითარებად ვალიუტებთან შედარებით, სავარაუდოდ ეს იყო პანიკის ძირითადი გამომწვევი მიზეზი.   ყველას უნდა იყოს იქ სადაც ფიქრობენ რომ უკეთესი მდგომარეობაა.    შეიძლება 2014 წელი არ იყოს კაპიტური ბაზრებისთვის ისეთივე  წარმატებული როგორიც 2013, მაგრამ აშშ ეკონომიკის შედარებით გაუმჯობესებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ინვესტორების გადაწყვეტილებაში მიღბაში.